22:43 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 11:47:58, 821 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - მიუღებელია LGBT პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს უცხოეთში ბაღებსა და სკოლებში - მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს უკვე ბაღებსა და სკოლებში უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცხოვრების წესის არჩევის უფლება ყველა ადამიანს აქვს, თუმცა მთავრობა LGBT პროპაგანდის წინააღმდეგია.

"მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლება, ცხოვრების წესი აირჩიოს. ჩვენ არავის საქმიანობაში არ ვერევით, არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს უკვე ბაღებსა და სკოლებში უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ამას დავიცავთ, ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ იმიტომ, რომ დაუშვებელია, მიუღებელია სკოლებსა და ბაღებში ამ თემის პროპაგანდა. 

რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნების ქსელ "მაკდონალდსში", მიმდინარეობდა ბავშვებში სწორედ ეს პროპაგანდა. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად ამორალური და მიუღებელი კამპანია. ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე, ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და უნდა მივიღოთ - ასე არ მოხდება. მე ვფიქრობ, მისასალმებელია საზოგადოების რეაქცია, რომელიც იყო მძაფრი და ადეკვატური",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ექსპრესნიუსი" ემიჯნება პოლიტიკოსების ჰომოფობიურ განცხადებებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics