|
2023-06-19 17:45:00, 1396 ნახვა
ომი უკრაინაში
ბლინკენის განცხადებით, ჩინეთმა დაარწმუნა აშშ, რომ რუსეთს ლეტალური იარაღით არ დაეხმარება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩინეთმა დაარწმუნა აშშ, რომ პეკინს არ გაუგზავნია და არ აპირებს გაუგზავნოს რუსეთის ფედერაციას ლეტალური იარაღი. ბლინკენის თქმით, ამას, შესაძლოა, კერძო ჩინური კომპანიები აკეთებდნენ. სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს სახალხო რესპუბლიკის მთავრობას, "იყოს ფხიზლად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით". "ჩვენ მუდმივად შეშფოთებული ვართ ჩინურ კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა, აწვდიდნენ ტექნოლოგიას, რომელიც რუსეთს შეუძლია გამოიყენოს უკრაინაში თავისი აგრესიის წინსვლისთვის. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ ჩინეთის მთავრობას, რომ იყოს ძალიან ფხიზლად ამ საკითხთან დაკავშირებით",- განაცხადა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, გუშინ, 18 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ცინ განგს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)