|
2023-06-19 16:43:09, 1466 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი ოკუპირებულ ხერსონში გაეროს ჰუმანიტარული მისიის არ შეშვებაზე - რთულია მათთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი დროებით ოკუპირებულ ხერსონში გაეროს ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლების არ შეშვების საკითხს გამოეხმაურა. როგორც პესკოვმა განაცხადა, უკრაინის სამხედრო ძალების მხრიდან აღნიშნული ტერიტორიების დაბომბვა ინტენსიურ რეჟიმში ხდება, აქედან გამომდინარე ადგილზე გაეროს წარმომადგენლებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა რთული იქნებოდა. "უკრაინის მხრიდან მიმდინარეობს მუდმივი დაბომბვა, მუდმივი პროვოკაციები, იბომბება სამოქალაქო ობიექტები, იბომბება ხალხი, მოსახლეობა, ხალხი იღუპება. ასე რომ, აქ ყველაფერი ძალიან რთულია - ძალიან რთულია მათთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს წარმომადგენლების შეშვებაზე, რომლებიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)