|
2023-06-19 09:13:04, 1478 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენს ნაბიჯებს დეოკუპაციისკენ ალტერნატივა არ აქვს და არ ექნება
რუსეთი დაკარგავს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენს ნაბიჯებს დეოკუპაციისკენ ალტერნატივა არ აქვს და არ ექნება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინაში არცერთი „პატრიოტის“ სისტემა არ არის განადგურებული. "რუსეთში ვინც არ უნდა თქვას, რომ ჩვენი „პატრიოტები“ გაანადგურეს, ყველა ადგილზეა და მუშაობს, ყველა რუსულ რაკეტას ანადგურებენ. ჩამოაგდეთ რაც შეიძლება ეფექტურად. არცერთი „პატრიოტი“ არ არის განადგურებული. რაც შეეხება ტერორისტულ სახელმწიფოს, ერთადერთი, რაც მათ ახლა უნდა აწუხებდეს, არის ის, თუ როგორ მოამზადონ თავიანთი საზოგადოება, რუსული საზოგადოება იმისთვის, რომ დაკარგავენ ყველაფერს, რისთვისაც ანგრევენ თავიანთი სახელმწიფოს მომავალს. რუსეთი დაკარგავს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩვენს ნაბიჯებს დეოკუპაციისკენ ალტერნატივა არ აქვს და არ ექნება. ჩვენი სამხედროები მოძრაობენ: პოზიცია-პოზიცია, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ",- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)