|
2023-06-18 21:31:00, 925 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - ოცნება არც პოლიტიკაში ვარგა და არც ქუჩაში
„პოლიტიკაში რომ არ ვარგა "რუსული პარტია" ეს ყველამ კარგად ვიცით. ამასობაში ისინი არც ქუჩაში არ ვარგიან, არც უნივერსიტეტში და მეტიც, უნივერსიტეტი პუტინისტების ბუდედ გადააქცია ივანიშვილმა, კობახიძემ და ღარიბაშვილმა.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „გუშინ საზოგადოებამ რა ნახა? პოლიტიკაში რომ არ ვარგა"რუსული პარტია" ეს ყველამ კარგად ვიცით. ამასობაში ისინი არც ქუჩაში არ ვარგიან, არც უნივერსიტეტში და მეტიც, უნივერსიტეტი პუტინისტების ბუდედ გადააქცია ბიძინა ივანიშვილმა ,ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა .გუშინ, ყველა, ვინც თავს დაესხა სტუდენტებს, ყველა იდენტიფიცირებულია ჟურნალისტების მიერ და არცერთი დაკავებული არ არის . მიუხედავად იმისა,რომ ლაჩრულად ,ტურებივით მიესივნენ ახალგაზრდებს რამდენიმე ათეული და ესე უმოწყალოდ ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ამასობაში ჩვენ ვნახეთ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი სავარაუდოდ შევარდა პალატაში იარაღით ,მუქარით და მერე აღმოაჩნდა,რომ პოლიციელია. ჯერ ერთი პოლიციელი მთვრალი რატომ დადის სამსახურში, თუ პოლიციელი იყო საბუთი რატომ არ წარადგინა ან ის აჯაჯულ-დაჩაჩული და დახეული რატომ მიჰყავდა მაშინ პოლიციას.მართლა გაუგებარია,წარმოუდგენელი რამეა, რასაც ყვება რუსული ხელისუფლება, რომ თურმე ეს ადამიანი არ ვიცი კონკრეტული ,მთვრალი ,არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ყოფილა ,პოლიციელი ,რომელიც იარაღის ძალით ემუქრებოდა ახალგაზრდა ადამიანს და არ დაგვავიწყდეს,რომ ყველა ასეთი ფაქტი უნდა აღვიქვათ, როგორც ჩვენ ოჯახის წევრებზე თავდასხმა .დიახ ლუკა არავის არ ეგონოს მარტო ,არც მისი მეგობრები არ ეგონოს ხელისუფლებას მარტო.ამ ადამიანების უკან დგას ის ახალგაზრდები ,რომლებსაც არ უნდათ პუტინის რეჟიმის პირობებში ცხოვრება ,უნდათ ევროპა უნდათ თავისუფალ, ნორმალურ ,განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება .მე ცხადია მინდა, რომ პოლიციელებს,პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებს, რომელიც ახლა დავალებებს იღებენ,ინსტრუქციას სანამ ლუკა და ადვოკატი შევა,რომ სასწრაფოდ ამ ბიჭზე თუ რაიმე დევნის განხორციელება აქვთ გულში ჩადებული უარი თქვან, რადგან ეს არის პირდაპირ მიზანმიმართულად პოლიტიკური დევნა კონკრეტულ ახალგაზრდაზე, ნაცვლად იმისა ,რომ მასზე თავდამსხმელები დააკავონ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)