|
2023-06-18 12:49:36, 1086 ნახვა
პოლიტიკა
ფრანკლინის კლუბის იუბილეზე შაქარაშვილი და სხვა რადიკალები მივიდნენ
წერეთლის გამზირზე, სადაც "ფექთორი თბილისში" "ფრანკლინის კლუბის" 2 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება უნდა გაიმართოს, სამართალდამცველების მობილიზებაა. პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ძალადობრივი რადიკალური დაჯგუფების ხელმძღვანელმა ვატო შაქარიშვილმა სოციალურ ქსელში დააანონსა და დაწერა, რომ მათი მორიგი სამიზნე სწორედ "ფრანკლინის კლუბი" და "კოკა-კოლა" იქნებოდნენ. ვატო შაქარიშვილის მეთაურობით, ფრანკლინის კლუბის დაბადების დღის ჩაშლას გეგმავენ. ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა სოციალურ ქსლეშ დაწერა და ფრანკლინის კლუბს მავნებლური ორგანიზაცია უწოდა. შაქარაშვილი აცხადებს, რომ ფრანკლინის კლუბის დაბადების დღეზე მივა ის პოლიტიკოსი, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწევა და ქვეყნის მტერია. "ფრანკლინის კლუბი საკუთარი მავნებლური ორგანიზაციის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავს "კოკა-კოლას" ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რაც "მაკდონალდსმა" სცადა LGBT პროპაგანდის შემოპარება და საბავშვო პროდუქტში განათავსა იდეოლოგიური საწამლავი, ფრანკლინის კლუბის დაბადების დღის აღნიშვნა სწორედ "კოკა-კოლას" წიაღში ერთგვარი პოლიტიკური გზავნილია, - დიახ, ისინი ერთად ეწევიან ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და ამას არც მალავენ!!!
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)