|
2023-06-17 12:56:57, 866 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში სადრენაჟე სისტემებზე არსებული მდგომარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თამაზ მღებრიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ რეგიონში სადრენაჟე სისტემებზე არსებული მდგომარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს; შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები. საუბარი შეეხო პროექტებს, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წელს დაიწყებს. საქართველოს მელიორაციამ ხობის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, ბოლო რამდენიმე წლის (2017-2023 წწ) განმავლობაში, 7,5 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განახორციელა, შედეგად, დამშრალი მიწის ფართობი 5000 ჰექტარით გაიზარდა, რამაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყო ხელი. დღეისათვის, რეგიონში 4,8 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, 400 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება გახდება შესაძლებელი. შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მელიორაციის ხელმძღვანელი პირები და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)