|
2023-06-16 22:07:28, 977 ნახვა
პოლიტიკა
გრეგოროვა - თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს რუსეთის სახეში სილის გაწნა იქნება
თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება კრემლისთვის დარტყმა, რუსეთის სახეში სილის გაწნა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, "რუსეთს სჭირდება სახეში სილის გაწნა" და გაგება, რომ არც საქართველო, არც უკრაინა, არც მოლდოვა, არც სომხეთი, არც დნესტრისპირეთი მათ არ ეკუთვნით. "თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება კრემლისთვის დარტყმა, რუსეთის სახეში სილის გაწნა. ეს კარგია. რუსეთს სჭირდება სახეში სილის გაწნა და გაგება, რომ არც საქართველო, არც უკრაინა, არც მოლდოვა, არც სომხეთი, არც დნესტრისპირეთი მათ არ ეკუთვნით. სამხედრო თვალსაზრისით რას გააკეთებენ, შეიძლება კითხვა დავსვათ. მაგრამ სანქციები არის მიზნობრივი, რომ აღარ გააჩნდეთ სამხედრო ძალა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჯარები ჰყავთ და რაღაცის მოქმედებას ცდილობენ, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვეღარ შეძლებენ, უნარი აღარ ექნებათ მეტის გაკეთების, რადგან მეტი რესურსი არ ექნებათ. ჩვენი ჩართვა ევროატლანტიკურ და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში, როგორიც ნატოა, ეს არის გადამწყვეტი, რომ მათ ვეღარაფერი გააკეთონ დამატებით", - განახადა გრეგოროვამ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)