|
2023-06-16 17:03:03, 1788 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება სურს
რუსეთს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება სურს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBCNews-თან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთი დაინტერესებულია, მსოფლიომ ზეწოლა მოახდინოს კიევზე და მოითხოვოს კონფლიქტის შეჩერება. "რუსეთს სურს, ძირი გამოუთხაროს (ზაპოროჟიეს - რედ.) ატომურ ელექტროსადგურს, ისევე, როგორც კახოვსკის აშხალს, მათ არ აინტერესებთ უკრაინის უსაფრთხოება. მათ მუდმივად სჭირდებათ აქ დესტაბილიზაცია. მათ სურთ, რომ მსოფლიომ უკრაინაზე ზეწოლა მოახდინოს იმ ვარიანტისთვის, რომელიც მათ ესაჭიროებათ ამ კონფლიქტის დასრულებისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, თუ დასავლელი პარტნიორები უკრაინას სამხედრო ტექნიკას მასიურად გადასცემენ, ისინი ომს სწრაფად მოიგებენ. "თუ ჩვენ მასიურად გადმოგვცემენ სამხედრო ტექნიკას, რომელიც ახლა ჩვენი პარტნიორების ბალანსზეა, უფრო სწრაფად გავიმარჯვებთ",- დასძინა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)