|
2023-06-16 15:28:25, 1111 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში - თორნიკე, რა ქენი ასეთი?
ჯერ უნდა მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობა შესაბამისი კრიტერიუმებით და ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ - ახლა არის წმინდა წყლის მდარე "ფეიკ" პიარი,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. მდინარაძის თქმით, "მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება "ქართულ ოცნებას" ძალიან გამოადგება". "რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში. თორნიკე, რა ქენი ასეთი, რატომ დააბრუნე სააკაშვილი პოლიტიკაში?! - მინდა მივმართო ჩვენს თორნიკე რიჟვაძეს. უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში ჩაერევა თუ ვერა? ვერ ჩაერევა. შესაბამისად, ჯერ საქართველოს მოქალაქეობას მივიღებო, უარი რომ თქვა ჯერ ეს უნდა თქვას, უნდა მოითხოვოს ჯერ საქართველოს მოქალაქეობა შესაბამისი კრიტერიუმებით და ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ და ახლა არის წმინდა წყლის მდარე "ფეიკ" პიარი. "ქართულ ოცნებას" გამოადგება თუ დაბრუნდა მოქალაქეობასაც თუ მიიღებს, თუ დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში ძალიან გამოადგება, საჩუქარი იქნება "ქართული ოცნებისთვის" იმიტომ, რომ რამდენჯერ ქართველი ადამიანი დაინახავს მიხეილ სააკაშვილს, სიმბოლოა ეს კაცი ბოროტების და მიხვდება როგორ უნდა განასხვაოს ბოროტი და კეთილი",- განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, აპირებს აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)