|
2023-06-16 14:23:41, 1091 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა დარჩიაშვილს - ეთანხმებით თუ არა ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი - კი თუ არა?
ბატონო მინისტრო, ეთანხმებით თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი? - კი თუ არა? - ამ შეკითხვით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მიმართა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო უწყების ხელმძღვანელს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ, ბოკუჩავამ თქვა, რომ აღნიშნული კითხვა "ცხად" პასუხს საჭიროებს. "ჩემი კითხვა თქვენთან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრთან, მდგომარეობს შემდეგში - ეთანხმებით თუ არა თქვენი მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს - კი თუ არა? ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას და თქვენგან ვითხოვ ასევე ძალიან მარტივ და ცხად პასუხს. ეთანხმებით თუ არა ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი? კი თუ არა?“- მიმართა ბოკუჩავამ დარჩიაშვილს. ბოკუჩავას კითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა: "მაგაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა გიპასუხეთ, ქალბატონო თინა, უკვე, რომ კი“. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა წარმოადგენს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)