|
2023-06-15 16:03:12, 732 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ფსევდოლიბერალიზმს აქვს ერთადერთი პლუსი თავად ფსევდოლიბერალებისთვის - გოიმები გრძნობენ თავს თანამედროვეებად და დადიან ბედნიერები
ფსევდოლიბერალიზმს აქვს ერთადერთი პლუსი თავად ფსევდოლიბერალებისთვის - გოიმები თავს გრძნობენ თანამედროვეებად და „სვეცკებად“ და დადიან მერე ბედნიერები. ეგ არის მათ ქცევის თავი და ბოლო. მეორე მთავარი მიზანი მათთვის არის მავნებლობა და ქვეყნის მტრობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძემ უპასუხა შეკითხვას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველ ზურაბ აბაშიძის და ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტის სატელეფონო საუბრის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, რუსული მხარისთვის ბოდიში არავის შეუთვლია. „ბოდიში ჩვენ არავისთვის შეგვითვლია და თავისი ინიციატივით ზურაბ აბაშიძე ბოდიშს არ მოიხდიდა. ჩვენ არავისთვის შეგვითვლია ბოდიში და არც არავის ვუთვლით ასეთ დროს. ერთადერთი ადამიანია ამ ქვეყანაში ეს ადამიანი, რომელსაც აქვს ლეგიტიმური საშუალება, რომ ელაპარაკოს რუსული მხარის წარმომადგენლებს. ერთადერთი ლეგიტიმური პირია, რომელიც ელაპარაკება და მის საუბრებზე ავაწყობთ-ხოლმე რაღაცებს. თან, თუ „დაფეიკებულ“ საუბარზე ავაწყობთ, მთლად უარეს უბედურებას მივიღებთ. შესაბამისად, ფსევდო ლიბერალური ფრთის მიმართ დამოკიდებულება, თუ ასეთი იყო, საერთოდ არ გამიკვირდება, „დაფეიკებული“ რომც არ იყოს. ზოგადად, ამ ძალით გაბრაზებულ ხალხზე, ერთ რამეს გეტყვით: რატომ ხდება ეს ყველაფერი იცით? ფსევდოლიბერალიზმს აქვს ერთადერთი პლუსი თავად ფსევდოლიბერალებისთვის: გოიმები გრძნობენ თავს თანამედროვეებად და ე.წ. „სვეცკებად“ და დადიან მერე ბედნიერები. ეგ არის მათ ქცევის თავი და ბოლო და მეორე მთავარი მიზანია მავნებლობა და ქვეყნის მტრობა მაგათთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)