|
2023-06-15 09:06:10, 1370 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - „კალიბრის“ რაკეტების კომპონენტები რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდებოდა - მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები, რომ მარშრუტები დაბლოკოს
"კალიბრის" რაკეტების ათობით კომპონენტი რუსეთს მიეწოდებოდა სხვა ქვეყნებიდან - ცხადია, ყოველი ასეთი მიწოდების გზა ტერორის გაძლიერების საშუალებაა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, ოკუპანტმა ქვეყანამ ბოლო დარტყმა "კალიბრის" ტიპის რაკეტებით, გასულ დღეებში ოდესაზე განახორციელა. ზელენსკის თქმით, მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები, რომ რუსული რაკეტის მწარმოებლებისთვის მარშრუტები დაბლოკოს. "რუსმა არაადამიანებმა მორიგი სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ოდესაზე "კალიბრის" რაკეტებით. ამ "კალიბრის" რაკეტების ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდებოდა. ცხადია, ყოველი ასეთი მიწოდების გზა არის ტერორის გაძლიერების საშუალება. მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები, რომ დაბლოკოს ყველა ასეთი მარშრუტი - ყველა ქვეყნიდან, ყველა კომპანიისგან, რომლის კომპონენტებს იყენებენ რუსული რაკეტების მწარმოებლები", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)