|
2023-06-15 00:05:54, 685 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - პარტია „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარია, „გირჩი, ვაშაძე“ - ესენი ყველანი არიან „გლობალური ომის პარტიის“ საცოდავი აგენტები
როდესაც გადაწყვეტილება მიიღება, მარტივია გლობალური ომის პარტიისთვის ევროკავშირზე ზემოქმედება, ვინაიდან, კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. მისი თქმით, ვინაიდან კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის სრული კონსენსუსია საჭირო, გლობალური ომის პარტიისთვის მარტივია ზემოქმედება, ვინაიდან, 27 ქვეყნიდან ერთის უარის შემთხვევაშიც კი, ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოში „გლობალური ომის პარტიის“ აგენტურას წარმოადგენს. „სრული კონსენსუსია საჭირო. საკმარისია, 27 ქვეყნიდან ერთი გარეთ გამოწიო, სტატუსი არ მოგენიჭება. ნახეთ რა მარტივია გლობალური ომის პარტიისთვის ზემოქმედება. „ნაცმოძრაობა“ გლობალური ომის პარტიის საცოდავი აგენტურაა აქ. „ნაცმოძრაობაში“ არ ვგულისხმობ თან პარტია „ნაცმოძრაობას“, იმას თავისი გაჭირვება აქვს. აქ არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“ საუბარი: პარტია „ნაცმოძრაობა“, „“ლელო, გახარია, „გირჩი, ვაშაძე“ - ესენი ყველანი არიან „გლობალური ომის პარტიის“ საცოდავი აგენტები.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. წამყვანის კითხვაზე, მმართველი პარტიის ლიდერი, გახარიასაც თუ გულისხმობს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“, კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერიც მათ რიცხვშია. „აბა რა, გახარიამ იმდენი უბედურება გააკეთა დავალებებით: პანკისი, 20 ივნისი და ა.შ. - ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ყველაფერი სინამდვილეში, არის საცოდავი აგენტურა. რა თქმა უნდა „ნაცმოძრაობას“ არ ვგულისხმობ, მაგრამ ვგულისხმობთ „გლობალური ომის პარტიას“. საკმარისია, ერთი ქვეყანა 27-დან გამოსწიონ და საქართველოს არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)