|
2023-06-14 14:35:28, 844 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მოდიან „ნაციონალები“ რუბლებით, მერე ისვრიან, შემდეგ დედას ვაგინებთ, ისინი ირგებენ - ეს არის პოლარიზაცია
როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამისთვის? როდესაც მოდიან "ნაციონალები" რუსული რუბლებით, მერე ისვრიან, მეორე "ნაციონალი" ამას ტაშს უკრავს, შემდეგ დედას ვაგინებთ "ნაციონალებს", ისინი ირგებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არის პოლარიზაცია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, პოლარიზაციის დასრულების საკითხთან დაკავშირებიით კარგი მინიშნება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. "ნაცმოძრაობა" თვითონვე მოდის რუსული რუბლებით, ისვრის პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მერე ტაშს უკრავენ სხვა "ნაციონალები", ჩვენ აქ რა უნდა გავაკეთოთ? მერე გვიწევს, რომ დედა ვაგინოთ "ნაციონალებს, კი ირგებენ ამას, მაგრამ მაინც ხომ პოლარიზაციაა ეს ყველაფერი. რა ვქნათ?! როგორ უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში დეპოლარიზაცია. რა უნდა გავაკეთოთ? ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ძალიან კარგი მინიშნებაა პრემიერ-მინისტრისგან, რომ პოლარიზაციას დაასრულებს კანდიდატის სტატუსის მინიჭება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)