19:35 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-11 17:39:39, 1013 ნახვა

მსოფლიო
პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის უწყებასთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარს აცხადებს

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მეთაური ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს არ გააფორმებს. აღნიშნულ ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბრძანება "ვაგნერზე" ვერ გავრცელდება.

როგორც პრიგოჟინი ამბობს, "ვაგნერი" ორგანულად არის ჩაშენებული რუსული ძალების საერთო სისტემაში, ექვემდებარება "რუსეთის ფედერაციის და უზენაესი მეთაურის ინტერესებს" და კოორდინაციას უწევს თავის მოქმედებებს გენერალ სერგეი სუროვიკინთან.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე, ყველა კერძო სამხედრო კომპანიამ თავდაცვის უწყებასთან კონტრაქტი უნდა გააფორმოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics