19:35 - 14 Jul, 2026
|
2023-06-11 11:40:54, 1241 ნახვა
მსოფლიო
კალუგის ოლქში ორი დრონი ჩამოვარდა - გუბერნატორი
რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის ტერიტორიაზე 2 დრონი ჩამოვარდა. აღნიშნული ინფორმაცია კალუგის გუბერნატორმა, ვლადისლავ შაფშამ Telegram-ზე გაავრცელა. გუბერნატორის განცხადებით, ერთი დრონი ჟუკოვსკის რაიონში, სოფელ სტრელკოვკას მახლობლად, მეორე კი, მედინის რაიონში, ტყეში ჩამოვარდა. შაფშას ცნობით, დრონების ჩამოვარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია მუშაობს, ექსპერტები უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებს სწავლობენ. აღსანიშნავია, რომ კალუგის ოლქს არ აქვს საერთო საზღვარი უკრაინასთან, ის ბრაიანსკისა და მოსკოვის ოლქებს ესაზღვრება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)