|
2023-06-09 16:53:23, 1014 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - არ მგონია, რომ ბრიუსელიდან, ბიუროკრატები თავისი თბილი კაბინეტებიდან უნდა წყვეტდნენ, საქართველო წავიდეს თუ არა ესკალაციაზე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებას აფასებს იმის შესახებ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხი ცალმხრივი გადაწყვეტილება არ არის, რადგან ამას სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც თვითმფრინავი უნდა დაჯდეს. „საქართველოს მიმართ სანქცია დაწესებული იყო რუსეთის მხრიდან და ჩაკეტილი ფრენები. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სანქცია მოხსნა, ძველი რეჟიმი აღდგა, რაც იმას გულისხმობს, რომ აღდგა ის ჩარჩო შეთანხმებები, რაც საქართველო-რუსეთს შორის ჯერ კიდევ 2010 წელს იქნა გაფორმებული და ამ ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში კომპანიებმა შესაბამის ინსტიტუტებს ფრენების განხორციელების მიზნით მიმართეს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეეძლო უარი ეთქვა, მაგრამ მხოლოდ ერთი გზით - სანქციის დაწესებით. როცა საუბრობენ იმაზე, რომ თანხმობა იყო საჭირო, თუ საქართველო რუსეთს სანქციას დაუწესებდა, ეს იყო გზა, რომ ორმხრივი ფრენები არ დაგვეშვა. მინდა, იმ ადამიანებს ვკითხო, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ბავშვური არგუმენტებით - საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქცია რუსეთს და ამით მოახდინოს ურთიერთობის ესკალაცია? თუ ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველომ რუსეთს არ დაუწესოს, თუ ყველა დედაქალაქში გვეუბნებიან რომ არ დავუწესოთ, არ მგონია, რომ ბრიუსელიდან ბიუროკრატები თავისი თბილი კაბინეტებიდან უნდა წყვეტდნენ, საქართველო წავიდეს თუ არა ესკალაციაზე. ეს ამ ადამიანების შეფასებების ზედაპირულობას და უპასუხისმგებლობას აჩვენებს“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)