|
2023-06-09 13:37:11, 697 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ევროპარლამენტარები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ასე ხშირად გამოდიან ქართულ ტელეეკრანებზე, ვერ ერკვევიან სიღრმისეულად საკითხებში
სამწუხაროდ, არიან ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ზედაპირული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და თან ისე, რომ არ იციან სიღრმისეულად საკითხები. "ჰედლაინების" დონეზე აანალიზებენ საქართველოს მდგომარეობას და შესაძლოა, ამაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 12 პუნქტის შესრულებაზე მას და მის კოლეგებს უსაუბრიათ ევროპარლამენტარებთან და ისინი საკითხებში სიღრმისეულად ვერ ერკვევიან. „ევროპარლამენტარებთან მისაუბრია, ჩემი კოლეგებიც ხვდებიან ევროპარლამენტარებს და ესაუბრებიან 12 პუნქტის შესრულებაზე. სამწუხაროდ, ისინი სიღრმისეულად ვერ ერკვევიან საკითხებში. რა რეფორმები ტარდება, რა პროექტები ხორციელდება, რა არის შინაარსი რეფორმების - ამ საკითხებზე აქვთ ზედაპირული წარმოდგენა, რამდენიმე NGO-ს მხრიდან ჰედლაინის დონეზე გაჟღერებული კრიტიკისა. ერთ რამეში მინდა დავარწმუნო ქართული საზოგადოება, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ასე ხშირად გამოდიან ქართულ ტელეეკრანებზე, ვერ ერკვევიან სიღრმისეულად ქართული პოლიტიკის საკითხებში და ეს სამწუხაროა. ისინი არიან დამოკიდებული იმ ჰედლაინებზე, რომლებიც საქართველოდან მათ ესმით. სიღრმისეული დისკუსიის დროს ვერცერთ დეტალში ვერ მოგყვებიან, ვინაიდან სიღრმეების ცოდნა არ აქვთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)