09:33 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 17:46:48, 873 ნახვა

პოლიტიკა
კოლარი - EU-ში გაწევრიანება არ არის მარტივი - უარი უნდა თქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე

ევროკავშირში გაწევრიანება არ არის მარტივი პროცესი -  უარი უნდა თქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს; უარი უნდა თქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება, საქართველოს ამ გზაზე ხელი შეუშალოს,- ამის შესახებ სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ბორის კოლარმა საქართველოს პარლამენტის თავმჯომარე შალვა პაპუაშვილთან, ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარე ვოლფგანგ სობოტკასთან და ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე მარკეტა პეკაროვა ადამოვასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კოლარის თქმით, სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"სლოვაკეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულად უჭერს მხარს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ საქართველო მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას უკრაინაში... სლოვაკეთი მხარს უჭერს სტაბილურ, დემოკრატიულ საქართველოს და ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ საზოგადოებასა და ასევე, ვაჭრობას, ეკონომიკას, უერთიერთობას, რაც აუცილებელია თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად.

ეს არ არის ადვილი პროცესი - ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ მთლიანი გზა, ტენდენცია უნდა იყოს თვალნათელი. უარი უნდა თქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს; უარი უნდა თქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება, საქართველოს ამ გზაზე ხელი შეუშალოს",- განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ბორის კოლარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics