07:01 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 10:38:26, 2514 ნახვა

სპეციალური ანონსი
ჯანჯღავა - ერდოღანის მიწვევით ანკარაში საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით დაესწრება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ანკარაში საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დაესწრება, - აღნისნულის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.

მისი თქმით, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალს დაესწრება მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი.

„თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ანკარაში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. გაიმართება ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც დაესწრება მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი. მათ შორის აღსანიშნავია აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბულგარეთის პრეზიდენტი, მონტენეგროს პრეზიდენტი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები. ასევე, შუა, ცენტრალური აზიის და შორეული აზიის ქვეყნების ლიდერები. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ასევე სტრატეგიული მოკავშირე",- განაცხადა ჯანჯღავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics