11:16 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 10:39:53, 716 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ ერთხმად დაგვიჭირა მხარი, რომ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღეს ვუმასპინძლოთ

მსურს, მივულოცო ჩემს ქვეყანას ეს დიდი გამარჯვება და აღიარება - საქართველომ, 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვებით მორიგ წარმატებას მიაღწია და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვნახავთ უფრო მეტად გაძლიერებულ ტურიზმის ინდუსტრიას, ასევე ავიაციის ინდუსტრიას და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებულ ეკონომიკას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელმაც ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში მონაწილეობა მიიღო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 68-ე სხდომის მუშაობაში.

კომისიის წევრმა 38-მა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი ქართული მხარის ინიციატივას 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში ჩატარების შესახებ.

მსოფლიო ტურიზმის დღე 30 წელზე მეტია ყოველწლიურად,  სხვადასხვა კონტინენტზე იმართება. ეს არის მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნებიდან წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობენ.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, კომისიის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან როლს მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიაში, მის ცნობადობასა და პოტენციალს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის სხდომას, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად,  ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, ქართული მხრიდან ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics