10:43 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 13:10:11, 820 ნახვა

პოლიტიკა
მიშელი - დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია და იმედი მაქვს, შესრულდება რეფორმები, რომელიც საჭიროა,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მიშელის თქმით, ქართველი ხალხის უმეტესობა ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია და იმედი მაქვს, შესრულდება რეფორმები, რომელიც საჭიროა.

ქართველი ხალხის უმეტესობა ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს და იმედი მაქვს, რომ იქნება ფანჯარა ამ შესაძლებლობისთვის, რომ გაკეთდეს არჩევანი არა იმისთვის, რომ ასიამოვნოთ ბრიუსელს, არამედ იმისთვის, რომ გააკეთოთ მკაფიო არჩევანი და დარწმუნდეთ, რომ საქართველო დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე, მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე",- განაცხადა მიშელმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics