10:44 - 28 Jul, 2026
|
2023-05-31 21:31:33, 987 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი ზურაბიშვილზე - მტკიცედ ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას გამოეხმაურა. კრამონმა ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში მტკიცე მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამოუცხადა. "სუფთა ჰაერივითაა ბოლოს და ბოლოს მოუსმინო ქართველ მაღალჩინოსანს, რომელიც წარმოადგენს ქართველების 90%-ის ევროპულ ნებას. ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ ევროპარლამენტში მტკიცედ ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის. კანდიდატის სტატუსი საქართველოს", - წერს კრამონი. შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. მანამდე კი ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)