|
2023-05-31 08:51:25, 1482 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა განაგრძობს პარტნიორებთან კონსოლიდაციას, რათა ჩვენი საჰაერო თავდაცვა ეფექტური გახდეს
უკრაინა განაგრძობს პარტნიორებთან კონსოლიდაციას, რათა ჩვენი საჰაერო თავდაცვა მაქსიმალურად ეფექტური გახდეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსული ტერორის დამარცხება უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების წყაროა. „რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს ყოველდღე და ყოველ ღამეს უკრაინის ყველა რეგიონში, ყველა უკრაინული ქალაქისა და სოფლის ცაზე. როდესაც რუსი ტერორისტების ნებისმიერი თავდასხმა წარუმატებლად დასრულდება ტერორისტებისთვის, მათი დამარცხება გახდება ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების წყარო. ახლა უკრაინაში, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაზე წყდება, თავისუფლება და ცივილიზაცია შეინარჩუნებს თუ არა გლობალურ ლიდერობას ამ საუკუნეში. ჩვენ ეს გადავწყვიტეთ ამერიკასთან ერთად, ევროპასთან ერთად, ყველა ჩვენს მოკავშირესა და პარტნიორთან ერთად. მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში, ვინც გვეხმარება“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)