13:04 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 21:54:58, 849 ნახვა

პოლიტიკა
„დროა“ - საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე უარს ღიად ამბობს

ეს განცხადება არის პირდაპირ კრემლის გზავნილი, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და დეკლარირება იმისა, რომ ქართული ოცნება ემსახურება კრემლის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, - ასე გამოეხმაურა პარტია "დროა" საქართველოს პრეიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლას.

დროას განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება, პრაქტიკულად, ღიად ამბობს უარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე.

"ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამიტის წინ, გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე გაიმეორა პირადად პუტინის გზავნილი და უკრაინის ომი დააბრალა ნატოს გაფართოებასა და უკრაინის სურვილს, გახდეს ნატოს წევრი. 

ეს განცხადება არის პირდაპირ კრემლის გზავნილი, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და დეკლარირება იმისა, რომ ქართული ოცნება ემსახურება კრემლის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, აკეთებს ამ ქვეყნის მტრის საქმეს. 

ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის გაგრძელებაა - დაუპირისპირდეს ყველა დასავლელ პარტნიორს, მოკავშირეს, ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდამჭერს, მოაქციოს საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში, დატოვოს რუსეთთან მარტო და ამით გაანადგუროს სახელმწიფოებრიობა. 

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ნიშნავს მეტ იზოლაციას დასავლეთისგან და მეტ დაახლოებას მტერთან - რუსეთთან. შესაბამისად, ამ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ის პასუხი ხელისუფლებისთვის, რომელიც ატარებს მტრის და არა ხალხის ინტერესს, იქნება ერთადერთი - არა რუსულ მთავრობას!", - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics