14:09 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 11:55:15, 722 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ვიღაცას შეიძლება სურვილი ჰქონდეს, წავიდეს რუსეთში, ვიღაც იტალიაში წავა, ვიღაც - ესპანეთში - რა არის ამაში ცუდი?!

რა პრობლემაა იმაში, თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენა იქნება შესაძლებელი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალაძისთვის გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციას, თუ საქართველოს მოქალაქე ქართული პასპორტით, ვიზის გარეშე რუსეთის ფედერაციაში გადაადგილებას შეძლებს. 

"საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთის დაახლოებასთან, ჩემთვის გაუგებარია მაშინ, როდესაც ჩვეულებრივად, სახმელეთოდ შესაძლებელია მიმოსვლა; შესაძლებელი იყო ერევნის გავლით ჩამოსულიყვნენ როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მოქალაქეები და რა პრობლემაა იმაში, თუ პირდაპირი ფრენა იქნება შესაძლებელი. ან რა პრობლემაა იმაში, აბსოლუტურად ვერ ვხვდები, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციას, თუ საქართველოს მოქალაქე ქართული პასპორტით, ვიზის გარეშე შეძლებს რუსეთის ფედერაციაში გადაადგილებას - ვისაც ამის სურვილი აქვს. ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი, წავიდეს რუსეთში, ვიღაც იტალიაში წავა, ვიღაც - ესპანეთში, რა არის ამაში ცუდი?! - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics