16:46 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 20:37:59, 917 ნახვა

საზოგადოება
ქალაქ კასპში ასფალტბეტონის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ კასპში, მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტბეტონის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, ასფალტის დაგების სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

სამუშაოების დათვალიერებისას მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, რომ ორივე დაწესებულება მოსახლეობის ჯანმრთელობას ემსახურება და მათი პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტული და აუცილებელია.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანდაფინანსებით ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics