14:10 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 20:27:59, 1037 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ „აზიმუტის“ თვითმფრინავები ცარიელი დაფრინავს

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! როცა ადამიანებს არ სჯერათ შენი სიმართლის, დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხად იქცევა, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მის მხარდამჭერ აქციას.

გვარამიამ ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას იმისთვის, რომ რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" თვითმფრინავები ცარიელები დაფრინავენ.

"დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! როცა ადამიანებს არ სჯერათ შენი სიმართლის, დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხად იქცევა.

ცალკე განსაკუთრებული მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ "აზიმუტის" თვითმფრინავები ცარიელი დაფრინავს. არც მიტინგებზე გავიდნენ, მაგრამ არც თვითმფრინავებში ჩასხდნენ. მთავარი ზუსტად ესაა: არ არსებობს არანაირი ბმა ქართველებსა და რუსებს შორის, უბრალოდ, ბუნებაში აღარ არსებობს, სამუდამოდ ჩაჭრილია აღუდგენელად. ვერ შეცვლის ამას ივანიშვილი და მისი ამქარი, რაც არ უნდა ქნას, ვერ შეცვლის", - წერს ნიკა გვარამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics