|
2023-05-29 16:45:26, 1007 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტრო - მოხალისეთა ორგანიზაციები თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებს დადებითად აფასებენ
მოხალისეთა ორგანიზაციები თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებს დადებითად აფასებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალი კოდექსის მიხედვით, სამინისტროს სისტემაში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივ ორგანიზაციებს საჭირო ინფრასტრუქტურული, მატერიალური და ადამიანური რესურსით დაეხმარება. ასევე, მოხალისეზე გავრცელდება სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური გარანტიები. ამჯერად, სამუშაო შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა თავდაცვის სფეროში მოხალისეთა კოორდინაციისთვის შესაქმნელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურა წარადგინეს. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა კი, მოხალისეთა ორგანიზაციის წევრებს სსიპ-ის ვებ-საიტის პროექტი გააცნეს. პრეზენტაციის შემდეგ ორგანიზაციების წევრებმა საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარადგინეს. მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებს დადებითი შეფასება მოჰყვა. თავდაცვის სამინისტროსა და მოხალისე ორგანიზაციებს შორის სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)