|
2023-05-29 14:31:11, 1231 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - დღეს რუსეთი ჩვენთან „ჰიბრიდულ“ ომს იგებს და ტერიტორიებთან ერთად საქართველოს მთავრობაც ოკუპირებული აქვს
დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან იგებს “ჰიბრიდულ” ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ დღეს ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, რომელიც აუფასურებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და დამოუკიდებლობა და ქვეყნისთვის ყველაზე წმინდა - ტერიტორიული მთლიანობის საკითხითაც კი ცდილობს მანიპულირებას. "დღეს 2 წელი გავიდა პარტია “საქართველოსთვის” დაფუძნებიდან. დღეს უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა. მე მაშინ გავაკეთე ჩემი არჩევანი საქართველოსთვის, ივანიშვილმა და „ოცნების" მაშინდელმა ბოსებმა - თავისი, ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან იგებს “ჰიბრიდულ” ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა. დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, რომელიც აუფასურებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, და ქვეყნისთვის ყველაზე წმინდა - ტერიტორიული მთლიანობის საკითხითაც კი ცდილობს მანიპულირებას. რა თქმა უნდა, ეს დროებითია, რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს! 2 წლის წინ ჩვენ ვთქვით, რომ "ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ". დღეს ვამბობთ, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან მომავალს უქმნის საფრთხეს. ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული, ქართული სახელმწიფოსთვის დაწყებული ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში, ჩვენ გავიმარჯვებთ!",- წერს გახარია.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)