|
2023-05-29 13:30:18, 1067 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი „ქართულ ოცნებაზე“ - ალბათ, საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ვერ გაიცნეს
ალბათ, ვერ გაიცნეს საქართველოს პრეზიდენტი კიდევ,- ასე ეხმაურება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ განცხადებას. როგორც მხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, "პრეზიდენტი რასაც, როცა და როგორც ჩათვლის საჭიროდ, იმას გააკეთებს". "არ მგონია, რომ ეს გაფრთხილება ყოფილიყო. ეს, ალბათ, უფრო იყო იმის გადაფარვის მცდელობა, რაც 26 მაისს ჩაიდინეს და გამოიჩინეს - უპატივცემულობა პრეზიდენტის მიმართ... მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოზე. უბრალოდ "ქართული ოცნება" ვერ იღებს პრეზიდენტის კრიტიკას... განცხადებაში იყო, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან დაიცავს პრეზიდენტს "ქართული ოცნება". მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ პრეზიდენტი საზოგადოებას არ ყოფს",- თქვა მსხილაძემ. კითხვას, მმართველ პოლიტიკურ გუნდს ხომ არ აღიზიანებს სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობა, საპარლამენტო მდივანი ასე პასუხობს: "შეიძლება... პრეზიდენტი რასაც, როცა და როგორც ჩათვლის საჭიროდ, იმას გააკეთებს საზოგადოების საკეთილდღეოდ". ცნობისთვის, დღეს, 29 მაისს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. "უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც მას თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს",- ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)