15:01 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-28 17:54:32, 1434 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩერევატი - ბახმუტთან, უკრაინის საპასუხო დარტყმების შედეგად, 80 ოკუპანტი მოკლეს, 99 კი დაშავდა

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან, რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინული ძალების პოზიციების დაბომბვას, მაგრამ გასული დღის განმავლობაში, იქ მხოლოდ ერთი სამხედრო შეტაკება მოხდა,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

ჩერევატის თქმით, უკრაინის საპასუხო დარტმის შედეგად 80 ოკუპანტი დაიღუპა, 99 კი დაშავდა.

„ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტებმა სხვადასხვა იარაღიდან 250-ჯერ გახსნეს ცეცხლი. ჩვენმა ძალებმაც საპასუხოდ დარტყმები განახორციელეს, შედეგად 80 ოკუპანტი იქნა ლიკვიდირებული, 99 დაშავდა, ერთი რუსი ჯარისკაცი კი ტყვედ აიყვანეს",- ამბობს ჩერევატი.

მისივე ინფორმაციით, განადგურდა სამი თვითმავალი "ჰაუბიცა", ერთი ელექტრონული საბრძოლო სისტემა და ერთი საბრძოლო მასალის საცავი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics