|
2023-05-27 12:39:32, 862 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა რაც ძალიან საშიშია
დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა, მსოფლიო დგას ბირთვული ომის საფრთხის წინაშე, ეს არაა ვიღაცის მოგონილი, მოუსმინეთ ბირთვული სახელმწიფოების ლიდერებს, მათ რიტორიკას, მათ მუქარებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა ქვეყნის გადარჩენაზე და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იფიქროს, როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს მმართველი პარტია ამ ვალდებულებას წარმატებით ასრულებს და მომავალშიც გააგრძელებს, რაც ქვეყანას საბოლოოდ სამშვიდობოს გაიყვანს. "დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა, მსოფლიო დგას ბირთვული ომის საფრთხის წინაშე, ეს არაა ვიღაცის მოგონილი, მოუსმინეთ ბირთვული სახელმწიფოების ლიდერებს, მათ რიტორიკას, მათ მუქარებს - დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა რაც ძალიან საშიშია. ასეთ ვითარებაში მინდა ყველას გკითხოთ, გავხსნათ დისკუსია - პატარა ქვეყნის, მაგრამ ძალიან ამაყი ქვეყნის და ამაყი ქართველი ხალხის ხელისუფლებამ როგორ უნდა იმოქმედოს. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, რომ პირველ რიგში ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამას, ვფიქრობ, ძალიან წარმატებით ვახერხებთ და ჩვენ ამ ვალდებულების შესრულებას გავაგრძელებთ და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)