|
2023-05-26 15:29:42, 1042 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა იმართება
თბილისში, "ლელო საქართველოსთვის" ორგანიზებით, აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში, პარტიის წარმომადგენლები და მოქალაქეები საქართვეელოსა და ევროკავშირის დროშებით რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ. "ლელო საქართველოსთვის" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მსვლელობა გამოხატავს იმ ხალხის სურვილს, რომელიც ირჩევს ევროპას და არ სურს რუსეთში ცხოვრება. "მინდა ვუსურვო საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვება და ეს მოხდება მაშინ, როდესაც კოლაბორაციონისტი ხელისუფლება აღარ იქნება ამ ქვეყანაში; როცა საოკუპაციო ჯარები გავლენ ჩვენი ქვეყნიდან. დღევანდელი მსვლელობა ეძღვნება ერთ რამეს - ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის სურვილის გამოხატვას, რომ ამ ქვეყანას არასდროს არ დავუთმობთ რუსეთის იმპერიას... ამ მთავრობას არ მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი წინაპრების ბრძოლა, შრომა, სისხლი ერთი ხელის მოსმით გადაშალონ დ ზურგი შეაქციონ იმ პერსპექტივას, რომელიც კარზე გვაქვს მომდგარი",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას. შეგახსენებთ, რომ გასული წლისგან განსხვავებით წელს საქართველოს პარლამენტის შენობაზე 26 მაისის ღონისძიების გასაფორმებლად ევროკავშირის დროშა არ გამოიყენეს. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელის, თათა სვანიძის განმარტებით, წელს დამოუკიდებლობის აღნიშვნის თემატიკა, „თავისუფლება და თავისუფლების სიყვარულია“, შესაბამისად 26 მაისი ეროვნული სიმბოლიკით აღინიშნება.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)