|
2023-05-25 15:27:55, 724 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე უკრაინის ხელისუფლებაზე - არანაირი სანქცია არ გამიკვირდება მათი მხრიდან და ცალკეული წარმომადგენლები ამაზე, შესაძლოა, ზრუნავენ კიდეც
არ ვიცი, რამდენად რეალურია, მაგრამ თუ არგუმენტაცია არის ვიღაცასთან დაახლოებულობა, აქაც მტკიცებულებების გარეშეა საუბარი. აქაც ისეთივე აბსურდული მტკიცებულებები არის, როგორც სხვა შემთხვევაში მოვისმინეთ-ხოლმე „მტკიცებულებები“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების საკითხზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით თავად ეს ფაქტი მისთვის უცნობია. „არ ვიცი, რამდენად რეალურია, მაგრამ თუ არგუმენტაცია არის ვიღაცასთან დაახლოებულობა, აქაც მტიკიცებულებების გარეშეა საუბარი. აქაც ისეთივე აბსურდული მტკიცებულებებია, როგორც სხვა შემთხვევაში „მტკიცებულებები“ მოვისმინეთ-ხოლმე. გასაკვირი არ არის, ნამდვილად არ გამკვირვებია, იქიდან გამომდინარე, რომ თავის დროზე, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ბევრმა ლიდერმა მოიცალა ჩვენთვის და რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის წარმოების პარალელურად და კვალდაკავალ მოიცალა იმისთვის, რომ საქართველოსთვის ერთი მხრივ, დაებრალებინათ და მეორე, ამ ქვეყნისთვის ომში ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნა, აქ საქართველოში, პირდაპირ მოეთხოვათ. ამის არ შესრულების ფონზე, არანაირი სანქცია არ გამიკვირდება მათი მხრიდან და ცალკეული წარმომადგენლები ამაზე შესაძლოა, ზრუნავენ კიდევაც. ეს არის პასუხი უარზე, რომ მეორე ფრონტი ამ ქვეყანაში არ გაიხსნა“, - განაცხადა მდინარძემ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)