|
2023-05-25 12:43:57, 854 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - უნდათ, რომ EU-ს სიმბოლიკა საქართველოს წინააღმდეგ მორიგ მავნებლურ და მდაბიო კამპანიაში ჩართონ
უნდათ ევროკავშირის სიმბოლიკა ჩართონ საქართველოს წინააღმდეგ მორიგ მავნებლურ და მდაბიო კამპანიაში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძის თქმით, "ხალხმა, რომელსაც საქართველო, მისი დამოუკიდებლობა და შესაბამისი სიმბოლიკა აღიზიანებს, რეგიონებშიც "ჩაშალეს დავალება", დამოუკიდებლობის დღე ევროკავშირის დროშაზე მძაფრი სპეკულაციებით გადაფარონ". "გუშინ თავისუფლების თემატიკაზე აგებული ქართული დეკორაციის ანტიევროპულად გასაღება სცადეს. დღეს კი ხალხმა, რომლებსაც საქართველო, მისი დამოუკიდებლობა და შესაბამისი სიმბოლიკა აღიზიანებთ, რეგიონებშიც ჩაშალეს დავალება, დამოუკიდებლობის დღე ევროკავშირის დროშაზე მძაფრი სპეკულაციებით გადაფარონ. ანუ ევროკავშირის სიმბოლიკა ჩართონ საქართველოს წინააღმდეგ მორიგ მავნებლურ და მდაბიო კამპანიაში. ფაშიზმი დემოკრატიის სახელით, საქართველოს დაზიანება ევროპელობის სახელით, ღალატი პატრიოტიზმის სახელით - არ გამოვა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მიდგომების, ტრენდების თუ ცრუ ნარატივების დამკვიდრება! საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ქართული კულტურისა და ტრადიციების, ეროვნული იდენტობის შენარჩუნების და დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცებით და არა მის გარეშე!",- წერს მდინარაძე. შეგახსენებთ, რომ გასული წლისგან განსხვავებით, წელს საქართველოს პარლამენტის შენობაზე 26 მაისის ღონისძიების გასაფორმებლად ევროკავშირის დროშა არ გამოიყენეს.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)