23:46 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 17:44:29, 1124 ნახვა

მსოფლიო
ალიევი: აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გარდაუვალია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას გარდაუვალად მიიჩნევს. ამის შესახებ მან ვილნიუსში ლიტვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ოკუპაციის შედეგად ერთი მილიონი აზერბაიჯანელი განდევნეს მშობლიური მიწებიდან, ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი იყო ოკუპაციის ქვეშ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამპყრობლებმა გაანადგურეს, შეიძლება ითქვას, მთელი ინფრასტრუქტურა, შენობები, მათ შორის ისტორიული ძეგლები. მიგვაჩნია, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გარდაუვალია და, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ კონსტრუქციული ძალისხმევა ამ მიზნის მისაღწევად. ბუნებრივია, ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს“, - განაცხადა მან.

ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა „საბოლოოდ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას მოუტანს“.

სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს,- აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics