|
2023-05-21 15:13:57, 893 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ფადი ასლი არის უსამშობლო ადამიანი, მისი აზროვნება კი - მონური
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ემსახურება მისი განცხადება, სადაც ამბობს, რომ ორი არჩევანია - ან საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ორი ოკუპირებული რეგიონის გარეშე, ან დაიბრუნოს ეს ორი რეგიონი და უარი თქვას სტატუსზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის მონური აზროვნება. „ეს არის მონური აზროვნება, აგენტების აზროვნება. ამ ადამიანს სამშობლო არ გააჩნია და ცხადია, მე არ მიკვირს მსგავსი განცხადებები. ეს არის უსამშობლო ადამიანი. ვისაც ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ვისაც საქართველო მიგვაჩნია სამშობლოდ, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ, ვისწავლეთ. გვიყვარს ჩვენი თითოეული კუთხე, რაიონი, ქალაქი, სოფელი, როგორ შეიძლება, ასეთმა ადამიანმა უარი თქვას ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ამ ქვეყანაში დაბადებულისთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)