|
2023-05-19 15:58:32, 639 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - სიღარიბის შემცირების მაჩვენებელი მართლაც საგულისხმოა, თუმცა რასაკვირველია მთავარ გამოწვევად რჩება
სიღარიბის შემცირების მაჩვენებელი მართლაც საგულისხმოა, თუმცა რასაკვირველია მთავარ გამოწვევად რჩება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, ივნისიდან გაიზრდება შშმ ბავშვების დახმარება, ამასთან ერთად დაკანონდა სოცდახმარების შენარჩუნება, თუკი ოჯახის წევრები მუშაობას დაიწყებენ, რაც ხშირად დასაქმების შემაფერხებელი ფაქტორი ხდებოდა, აგრეთვე საბავშვო ბაღებში უფასო კვების პროგრამა და უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები. "სიღარიბის შემცირების მაჩვენებელი მართლაც საგულისხმოა, თუმცა რასაკვირველია მთავარ გამოწვევად რჩება. შესაბამისად საყურადღებოა სიღარიბეში მცხოვრებ ბავშთა პრობლემაც. ასე რომ არ იყოს, არც ნახევარი მილიარდამდე ლარი გამოიყოფოდა ბიუჯეტიდან თითოეულ ასეთი ბავშვისათვის 200 ლარის ყოველთვიური დახმარებისათვის, გარდა იმ სოციალური დახმარებისა რასაც მისი ოჯახი იღებს და სამედიცინო დაზღვევის პაკეტისა.ივნისიდან გაიზრდება შშმ ბავშვების დახმარება. დაკანონდა აგრეთვე სოცდახმარების შენარჩუნება, თუკი ოჯახის წევრები მუშაობას დაიწყებენ, რაც ხშირად დასაქმების შემაფერხებელი ფაქტორი ხდებოდა. სხვა არაერთი პროგრამაა, საბავშვო ბაღებში უფასო კვების, თუ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების ჩათვლით. შუბლზე ძარღვი გაიწყვიტეს და დღეს ამ პრობლემებზე ნაცმოძრაობის რევოლუციური ბრიგადის ორატორები ალაპარაკდნენ. ჰკითხოს ვინმემ თუ რამდენი იყო ბავშვთა დახმარების მაჩვენებელი მათი მმართველობისას, პასუხი გაგაოცებთ - ნული! იმ პერიოდის მონაცემები ახსოვს ალბათ თემურ ჭყონიასაც, რომელსაც სჩანს ძველი პოლიტიკური ვალები კვლავ გადასახდელი აქვს და ახლა ძვირადღირებული PR კამპანიის პლატფორმიდან გასძახის სიღარიბის შესახებ", - წერს ვოლსკი.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)