20:02 - 16 Jul, 2026
|
2023-05-19 15:51:31, 763 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში, აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ამჯერად, დიდ დიღომში, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და 7 770 კვ. მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი იგება. აქამდე ადგილობრივ მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ. „პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 184 999 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)