|
2023-05-19 15:12:29, 827 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოთარ შამუგიამ ელჩს, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა, მადლობა გადაუხადა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის, კლიმატის ცვლილების და ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. იმამურა აკირამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო იაპონიისთვის საიმედო პარტნიორი ქვეყანაა, რაც მტკიცე საფუძველია ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინსიტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)