|
2023-05-15 20:05:29, 852 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და პრემიერთან საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას შეეხო
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებით აზერბაიჯანში, დღეს შეხვედრა გვქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ორივე შეხვედრაზე ხაზგასმით იყო საუბარი იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრებზე საუბარი იყო იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც მისივე თქმით, ამ თანამშრომლობის მიზანია, ევროპის და აზიის მჭიდროდ დაკავშირება. „აზიის სატრანზიტო, შუა დერეფანი, რომელიც ჩვენს ქვეყნებში გადის ერთ-ერთი კრიტიკული მნიშვნელობის მქონე დამაკავშირებელი ძარღვია ევროპისა აზიასთან, იმისთვის ალტერნატიული ენერგორესურსების წყარო ჰქონდეს ევროპას და ჰქონდეს ამავე დროს, ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო ლოჯისტიკური კავშირი აზიასთან. ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი ამავე დროს უკავშირდება იმ ღონისძიებას, რომელიც ხვალ გაიმართება პარლამენტში ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას. მე მექნება შესაძლებლობა, მივმართო პარლამენტს. ამ ასპექტში, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, თავის დროზე ბრძნული და წინდახედული გადაწყვეტილებები, რომელიც მაშინდელმა ლიდერებმა მიიღეს, ის სტრატეგიული პროექტები, რომელზეც დღესაც არის საუბარი, უკვე მოქმედებს და ასევე, საუბარია გაფართოებაზე, ალტერნატიული გზაზე შეუძლებელი იქნებოდა საუბარი, მაშინ ჰეიდარ ალიევს და იმ თაობის ლიდერებს რომ არ ეფიქრათ წინმსწრებით სწორედ, ამ საკითხებზე. ის, რაც მაშინ შესაძლოა სხვებისთვის იყოს წარმოუდგენელი, ან ხანგრძლივი პერსპექტივის საკითხი, აღმოჩნდა, რომ არის ძალიან რეალური, ხელშესახები და ამავე დროს აუცილებელიც და უალტერნატივო. ასევე, აღსანიშნავია ის როლი, რომელიც იმ თაობის ლიდერებს ჰქონდათ, როგორც აზერბაიჯანში, ისე თურქეთში და საქართველოში, რომლებმაც ამ ისტორიული მნიშვნელობის პროექტს ჩაუყარეს საფუძველი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)