02:19 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 18:29:25, 822 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი გეგმავს ძებნილთა სიაში შეიყვანოს მოსამართლეები, რომლებმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცეს

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი გეგმავს ძებნილთა სიაში შეიყვანოს მოსამართლეები, პროკურორი და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) თავმჯდომარე, რომლებმაც ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გამოსცეს - ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბასტრიკინი ავრცელებს.

საუბარია პროკურორ კარიმ ხანზე, რომელმაც მოითხოვა პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერის გაცემა და მოსამართლეებზე ტომოკო აკნე, როსარიო სალვატორე აიტალა და სერხიო გერარდო უგალდე გოდინესი, რომლებმაც ეს ორდერები გასცეს.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics