02:19 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 17:24:51, 1000 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთმა კანადის კონსული ქვეყნიდან გააძევა

ჩინეთმა კანადის კონსული ჯენიფერ ლინ ლალონდი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინეთი მკაცრად გმობს ტორონტოში მცხოვრები ჩინელი დიპლომატის ჟაო ვეის გაძევებას და საპასუხოდ, შანხაიში კანადის გენერალური საკონსულოს კონსულს ჯენიფერ ლინ ლალონდს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც კანადამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევებს ჩინელ დიპლომატს, იმის გამო, რომ ის კანადელი პოლიტიკოსის დაშინების მცდელობებში მონაწილეობდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კანადის კონსულმა ჩინეთი 13 მაისამდე უნდა დატოვოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics