|
2023-05-08 21:41:37, 1053 ნახვა
სამართალი
ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე, შსს-მ პირი 1000 ლარით დააჯარიმა
ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე შსს-მ ვასილ გოგალაძე 1 000 ლარით დააჯარიმა. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ში უთხრეს, პირის მიმართ შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის, ან გერბის შებღალვას. სამართალდარღვევა 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, პრორუსული პარტია "ალტ-ინფოს" წევრმა ვასილ გოგალაძემ უკრაინის დროშა ვაკის პარკში გუშინ ჩამოხსნა, შემდეგ დახია და ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ვიდეოში კაცი იგივეს გაკეთებისკენ სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს. მომხდარის შემდეგ, დროშა ვაკის პარკის დაცვის თანამშრომლელმა ადგილზე დააბრუნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)