03:21 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-07 16:35:32, 1200 ნახვა

მსოფლიო
ტეხასის სავაჭრო ცენტრში სროლას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა

ტეხასის სავაჭრო ცენტრში სროლას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა. ამერიკული მედიის ცნობით, ამ დროისთვის კრიმინალი აღმოფხვრილია.

ტეხასის შტატში, ალენში, სავაჭრო ცენტრში სროლას რვა ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა, რომლებიც მორიგი გამოძახებით ცენტრიდან არც თუ ისე შორს იმყოფებოდნენ, სროლის ხმა გაიგეს და შემთხვევის ადგილზე მაშინვე მივიდნენ. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ტრაგედიის ადგილზე ექვსი ადამიანი დაიღუპა, ორი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე. კიდევ შვიდი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.
თავდამსხმელის ვინაობის, ასევე მისი მოტივების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. პოლიცია ვარაუდობდა, რომ თავდამსხმელს თანამზრახველი ჰყავდა, თუმცა მოგვიანებით ეს არ დადასტურდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics