|
2023-05-06 10:21:17, 1542 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - რუსებმა შეცვალეს პრიორიტეტი და ბახმუტის დაკავების ნაცვლად, უკრაინის კონტრშეტევისთვის ემზადებიან
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეცვალა პრიორიტეტი ბრძოლის ველზე და აქცენტი ბახმუტის აღებიდან უკრაინული კონტრშეტევისთვის საპასუხო მომზადებაზე გადაიტანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. ანალიტიკოსების თქმით, ამგვარმა ცვლილებამ „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები და მისი დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. „ჯერჯერობით უცნობია, ნამდვილად აპირებს თუ არა პრიგოჟინი ბახმუტიდან გასვლას 10 მაისს, თუ მან ეს განცხადება თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერის ბოლო მცდელობისას გააკეთა. თუ "ვაგნერი" უკან დაიხევს, მაშინ მათ, ალბათ ესაჭიროება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აღჭურვილობა, რათა დაიცვას და ხელი შეუწყოს უკან დახევას“, - ნათქვამია ანგარიშში. ცნობისთვის, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 4-5 მაისს გამოაქვეყნა ვიდეოები, რომელშიც გამოაცხადა, რომ "ვაგნერის დაჯგუფების" დაქირავებული მემომრები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)