|
2023-05-04 14:28:01, 1294 ნახვა
ეკონომიკა
ხუციშვილი - ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება იმ რეფორმების აღიარებაა, რომელსაც ქვეყანა აზიის განვითარების ბანკთან ერთად ახორციელებს
2024 წლის მაისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება არის მნიშვნელოვანი აღიარება იმ პროექტებისა და იმ რეფორმების, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს აზიის განვითარების ბანკთან ერთად," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, ბანკს საქართველოში ინვესტირებული აქვს 4,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. ასევე მნიშვნელოვნია, რომ მიმდინარე პროექტები ჯამში 2 მილიარდ დოლარას აღწევს. აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, სადაც მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. ასევე, მოხდა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომ მაქსიმალურად მხარეები დააჩქარებენ პოზიციებს და პროცესებს, იმისათვის, რომ დროზე დასრულდეს აღნიშნული შეთანხმების გაფორმება,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. აღსანიშნავია, რომ დღეიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ერთი წლის ვადით გახდა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)