|
2023-05-04 13:06:47, 1206 ნახვა
ეკონომიკა
საქართველომ ოფიციალურად გადაიბარა 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი
დღეს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე კორეის რესპუბლიკისგან საქართველომ ოფიციალურად გადაიბარა 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული მასშტაბური ღონისძიება თბილისში, 2-5 მაისს გაიმართება. "ასევე, დღეიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს. საქართველოს, როგორც მომავალი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის, პოპულარიზაციის მიზნით, მოეწყო სპეციალური სტენდი, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ბევრი დელეგატი ესტუმრა. 5 მაისს გაიმართება ოფიციალური და კულტურული ღონისძიება, სადაც საქართველო წარდგება, როგორც აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა",- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)